ფეხბურთი

23:45 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" ორსოლინი წარადგინა

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” სერია B-ს ბინადარ “ასკოლიდან” 19 წლის შემტევით, რიკარდო ორსოლინით გაძლიერდა. ტრანსფერი აქამდეც გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელი ტურინულმა გრანდმა ოფიციალურად დღეს წარადგინა.

რიკარდო ორსოლინის სანაცვლოდ “იუვემ” 6 მილიონი ევრო გაიღო და კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. ისიც აღსანიშნავია, რომ 19 წლის მოთამაშე მიმდინარე სეზონს “ასკოლიში” ჩაამთავრებს.

რიკარდო ორსოლინიზე დიდი იმედი მყარდება და იტალიაში “ახალ რობენსაც” უწოდებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11516