ფეხბურთი

20:46 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" საკადრო პრობლემები

იტალიურ “მილანს” საკადრო პრობლემებიც მოეძალა – როგორც “როსონერის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მარცხენა მცველ მატია დე შილიოს ერთი თვე გაიცდება. მიზეზი “უდინეზესთან” მატჩში მიღებული ტერფის ტრავმაა.

იმავე მატჩში ვინჩენცო მონტელას გუნდს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე ჯაკომო ბონავენტურა დაუშავდა, თუმცა მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. იტალიური გამოცემების ცნობით კი, ნახევარმცველს გაცილებით დიდი ხანი მოუწევს უქმობა.

შეგახსენებთ, “უდინეზესა” და “მილანის” მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. “როსონერი” ბოლო დროს ცუდად თამაშობს და ბოლო 6 ტურში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა. შესაბამისად, მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127987