ფეხბურთი

20:22 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პატო ჩინეთში ითამაშებს

ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო ამიერიდან ჩინეთში ითამაშებს. 27 წლის ფეხბურთელი “ტიანჯინ ქუანჯიანის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია ჩინური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხას გამოიმუშავებს პატო ახალ გუნდში, მაგრამ ცნობილია, რომ ესპანურმა “ვილიარეალმა” მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო მიიღო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2016 წლის ზაფხულში “ყვითელმა სუმბარინამ” ბრაზილიელი “კორინთიანსიდან” 3 მილიონად შეიძინა, გამოდის, საკმაო მოგებაც ნახა ფინანსური კუთხით.

პატომ “ვილიარეალში” ნახევარ წელიწადში 24 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. “ტიანჯინს” კი ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო წვრთნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112519