ფეხბურთი

22:55 | 29.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე დანიის სუპერლიგაში ითამაშებს

საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ “ესბიერგში” გააგრძელებს. ამის შესახებ სკანდინავიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 22 წლის ზივზივაძემ “ესბიერგთან” კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

როგორც ცნობილი ხდება, დანიელები გარკვეულ თანხას ბუდუს ყოფილ გუნდ “სამტრედიასაც” გადაურიცხავენ. ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტედ ვან ლეუვენმა ისაუბრა:

“ზივზივაძეს შუეძლია შეტევაში როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე ცენტრში თამაში. იგი სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ჩვენ მის ყოფილ გუნდს მცირე თანხა უნდა გადავუხადოთ – ბუდუსთვის კი კარგი შესაძლებლობაა დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები უფრო მაღალ დონეზე”, - თქვა ვან ლეუვენმა.

მანვე, ზივიზვაძე ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდ ვინსენ იანსენს შეადარა.

ბუდუ ზივზივაძე “სამტრედიაში” 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და 52 შეხვედრაში 33 გოლის გატანა შეძლო. 2016 წელს კი, საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა. ცოტა ხნის წინ კი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.

რაც შეეხება “ესბიერგს” – ეს გუნდი დანიის სუპერლიგაში 21 ტურის შემდეგ 19 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას “ესბიერგში” კიდევ ერთი ქართველი, ოთარ კაკაბაძეც ჩაირიცხა. საერთოდ კი, დანიის სუპერლიგაში ქართველები მომრავლდნენ – კაკაბაძისა და ზივზივაძის გარდა, “ვიბორგში” მათე ვაწაძე ირჯება, ხოლო “სილკებორგში” დავით სხირტლაძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116121