ფეხბურთი

22:41 | 29.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" სამეულში ვერ შევიდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტური დღეს ორი შეხვედრით დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა “დორტმუნდმა” და “ჰერტამ” გამარჯვებების მოპოვება ვერ მოახერხეს.

ტომას ტუხელის “ბორუსია” სტაბილურად ათამაშებს ვერაფრით ახერხებს. “ყვითლებმა” წინა ტურში იმარჯვეს და 4 მატჩიანი ფრეების სერია დაასრულეს, მაგრამ მეორე წრის პირველივე ტურში “მაინცთან” მოუწიათ ორი მნიშვნელოვანი ქულით განიავება. არადა, “დორტმუნდს” რომ მოეგო, მესამე ადგილზე გადავიდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე წუთზე მარკო როისის გოლით დაწინაურდა. ეგ იყო და ეგ, მერე “მაინცმა” ჩაიგდო ხელთ სათამაშო უპირატესობა და თამაშის მიწურუსლ გაქვითა კიდეც გოლი – თავი დანი ლატცამ გამოიჩინა – 1:1. “ბორუსია” ახლა მეოთხე ადგილზეა, მაგრამ მეორე ადგილოსან “ლაიპციგთან” ჩამორჩენა ძალიან დიდია.

ბოლო ხუთი შეხვედრიდან მეოთხე წააგო ბერლინის “ჰერტამ” – პალ დარდაის გუნდი აშკარად ვეღარ არის ფორმაში და ნელ-ნელა ცხრილის შუაში კალათდება. ამჯერად ბერლინელები ფრაიბურგში დარჩნენ ხელმოცარულნი. ამასობაში, სხვათა შორის, ევროზონას “ფრაიც” დაუხლოვდა და ასე წარმატებულად თუ გააგრძელებს თამაშს ვინ იცის, იქნებ სეზონის ბოლოს მართლაც ვიხილოთ ევროპა ლიგის ზონაში.

“ფრაიბურგი” – “ჰერტა” 2:1 (1:0)

ფრაიბურგი, “შვარცვალდ შტადიონი”

მაყურებელი: 23 800

“ფრაიბურგი” (4-4-2): შვოლოვი; კუბლერი (იგნიოვსკი 83), მოია, სუნჩუ, გუნტერი; ფილიპი, ჰოფლერი, ფრანტცი, გრიფო; ჰაბერერი (ბულუტი 80), ნიედერლეჩნერი (პეტერსენი 74)

მწვრთნელი: კრისტიან სტრეიხი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; პეკარიკი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარტდი; ლუსტენბერგერი, სკიელბერგი (შიბერი 83); სტოკერი (ეშვეინი 66), დარიდა, კალუ (ჰარაგუჩი 66); იბიშევიჩი

მწვრთნელი: პალ დარდაი

გოლები: 1:0 ჰაბერერი (39), 2:0 პეტერსენი (87), 2:1 შიბერი (88)

გაფრთხილება: შტარკი (10), კალუ (34)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 11 (2) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: გუნტერ პერლი

“მაინცი” – “დორტმუნდი” 1:1 (0:1)

მაინცი, “ოპელ არენა”

მაყურებელი: 34 000

“მაინცი” (4-2-3-1): ლოსლი; დონატი, ბელი, ბუნგერტი, ბროსინსკი; გბამინი (სილვა 62), ლატცა; ოზტუნალი, ფრეი (სიედელი 69), ხაირო; მუტო (დე ბლასისი 74)

მწვრთნელი: მატინ შმიდტი

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, შმელცერი; ვეიგლი; შურლე, კასტრო (პულიშიჩი 86), გუერეირო (გიოტცე 66), როისი; ობამიანგი (დემბელე 72)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 როისი (3), 1:1 ლატცა (83)

გაფრთხილება: გბამინი (54), ხაირო (75) – შურლე (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (1) – 13 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144567