ფეხბურთი

20:57 | 29.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე დაშავდა

იტალიური "ემპოლის" ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე დაშავდა. სერია A-ს XXII ტურის მატჩში, რომელშიც "კროტონემ" "ემპოლის" 4:1 მოუგო მჭედლიძე 78-ე წუთზე სწორედ ტრავმის გამო იქნა შეცვლილი. ჯერჯერობით დაზიანების სიმძიმის შესახებ ცნობები არ ვრცელდება და დიაგნოზი უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მატჩში პირველი ტაიმის მიწურულს ლევანმა გოლის გატანა მოახერხა და მოედანზე თანაგუნდელებს შორის ყველა გამოცემის შეფასებით საუკეთესო იყო.

მჭედლიძეს მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

იხილეთ ლევან მჭედლიძის გოლი.

0.114701