ფეხბურთი

16:40 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძე: "ესბიერგი" ყველაზე რეალურია

ბუდუ ზივზივაძე, შესაძლოა, დანიის "ესბიერგში" გადავიდეს. როგორც შევიტყვეთ, ყველაზე რეალური ვარიანტი სწორედ ესაა.

ზივზივაძე საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირია, "სამტრედია" კი ჩემპიონი გახდა, ასე რომ, ბუდუსთვის ყოველმხრივ წარმატებული სეზონი იყო.

რაც შეეხება "ესბიერგს", დანიის სუპერლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა. ამ კლუბში ორიოდე კვირის წინ ესპანური "ხიმნისტიკიდან" გაანათხოვრეს ქართველი მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე.

გუშინწინ "ესბიერგმა" ამხანაგური მატჩი გამართა დანიურ "ნორდსიელანდთან" და 1:1 დაასრულა. კაკაბაძემ მეორე ტაიმში ითამაშა.

0.118883