ფეხბურთი

13:08 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიამ" მონტოია დაიმატა

ესპანურმა “სევილიამ” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. “სევილიელი დალაქების” ვებგვერდის ინფორმაციით, “სანჩეს პისხუანზე” “როსარიო სენტრალის” ნახევარმცველი ვალტერ ივან მონტოია ითამაშებს.

23 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ესპანურ გუნდთან 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური კუთხე კი, ჯერჯერობით უცნობია.

ვალტერ მონტოია “როსარიოს” აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან არგენტინის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.109486