ფეხბურთი

1:50 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ "ვიტესს" ნახევარფინალისკენ გზა გაუხსნა (+VIDEO)

არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალში 2:0 მოუგო როტერდამის "ფეიენოორდს" და ნახევარფინალში გავიდა. პირველი გოლი არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ გაიტანა: კუთხურიდან ჩაწოდებულს თავური შეაგება VIDEO. სხვათა შორის, გურამს ადრეც გაუტანია "ფეიენოორდისთვის", ოღონდ ჩემპიონატში.

დღევანდელი გოლი კი "ვიტესისთვის" სეზონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან არნემელებმა თასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, ნახევარფინალში კი დარჩენილნი არიან "კამბური", "სპარტა როტერდამი" და "ალკმაარი". მოკლედ, არც "აიაქსია" და არც პსვ, შესაბამისად, არნემელებს კარგი შანსი აქვთ, რომ ტიტული მოიპოვონ.

ცნობისთვის, "ვიტესს" არასოდეს მოუგია არც ქვეყნის ჩემპიონობა და არც - თასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111751