სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

14:53 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სომ ლიდერობა განიმტკიცა

ვეიკ-ან-ზეეს(ჰოლანდია) დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში შესანიშნავად თამაშობს ამერიკელი საერთაშორისო დიდოსტატი, ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი უესლი სო. ამ ტურნირში იგი ერთადერთი მოჭადრაკეა, რომელსაც ჯერ არ წაუგია. მეათე ტურში სომ შეძლო პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკის დამარცხება, მისი უახლესი მდევრები კი მხოლოდ ყაიმს დასჯერდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სომ საგრძნობლად განიმტკიცა სატურნირო მდგომარეობა და ახლა უახლოეს მდევართა ჯგუფს ერთი ქულით უსწრებს.

მეათე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

არონიანი - რაპორტი 1:0

ვა ველი - გირი 0.5: 0.5

ჰარიკრიშნა - კარლსენი 0.5:0.5

ახდიბანი - ნეპომნიაში 0.5:0.5

ელიანოვი - ვეი ი 0.5: 0.5

კარიაკინი- ანდრეიკინი 1:0

სო - ვოიტაშეკი 1:0

სატურნირო მდგომარეობა ათი ტურის შემდეგ:

1. სო - 7.0 ქულა
2-6. ელიანოვი, კარიაკინი, ვეი ი, კარლსენი, არონიანი - 6.0-6.0
7. ახდიბანი - 5.5
8-9. ჰარიკრიშნა, გირი - 5.0-5.0
10-12. ვოიტაშეკი, ანდრეიკინი, ნეპომნიაში - 4.0-4.0
13. რაპორტი - 3.5
14. ვან ველი - 2.0

მეთერთმეტე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ვოიტაშეკი-არონიანი

ანდრეიკინი - სო

ვეი ი - კარიაკინი

ნეპომნიაში - ელიანოვი

კარლსენი - ახდიბანი

გირი - ჰარიკრიშნა

რაპორტი - ვან ველი

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.131013