ფეხბურთი

11:50 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრა სამშობლოში დაბრუნდა

ვეტერანი ფრანგი მცველი პატრის ევრა კარიერას სამშობლოში განაგრძობს. 35 წლის ფეხბურთელმა ტურინის “იუვენტუსი” დატოვა და “მარსელს” შეუერთდა.

პატრისმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ ევრა “იუვენტუსში” 2014 წლის ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში “ბებერი ქალბატონის” მაისური 13-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110909