ფეხბურთი

21:31 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერთხმად: გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

“მორეირენსეს” ქართველი კარის დარაჯი გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრემეირა ლიგის XVIII ტურის სიმბოლურში მოხვდა. 26 წლის ჩვენებურის თამაში Dominiodebola-მ გამოარჩია.

“გიორგი მაკარიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პორტუგალიის ჩემპიონატში საიმედო მეკარეა. “პასუშ დე ფერეირას” წინააღმდეგ მან 6 სეივი განახორციელა. აქედან ორი განსაკუთრებული სირთულის, ხოლო მეორე ტაიმში თერთმეტრიანიც მოიგერია”, - წერს გამოცემა.

გარდა ამისა, გიორგი ტურის სიმბოლურში Goalpoint.pt-ს ვერსიითაც მოხვდა. აღნიშნულმა წყარომ მაკარიძის თამაში 7 ქულით შეაფასა.

შეგახსენებთ, “მორეირენსემ” მე-18 ტურში სტუმრად უშუალო კონკურენტ “პასუშ დე ფერეირას” 2:0 მოუგო. აქვე შეგიძლიათ ნახოთ მაკარიძის მომენტები "პასუშ დე ფერეირასთან" მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117809