ფეხბურთი

21:33 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ყირგიზეთის მეორეადგილოსანს მოუგო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა "საბურთალომ" პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ყირგიზეთის "დორდოი" 2:1 დაამარცხა. ეს გუნდი თავის ქვეყანაში მეორე ადგილზე გავიდა.

"საბურთალოდან" პირველი გოლი ტექნიკური დარტყმით გიორგი ფანცულაიამ გაიტანა, ასისტენტობა კი სეხნია კოხრეიძემ გაუწია. მეორე ნახევრის დებიუტში "დორდოიმ" გაათანაბრა ანგარიში, თუმცა მალევე თბილისელები კვლავ დაწინაურდნენ - თემურ ჩოგაძის სტანდარტულის შემდეგ, სიტუაციაში დროულად თომა ხუბაშვილი გაერკვა, რომელმაც ახლო მანძილიდან წინ გაიყვანა თავისიანები.

ამის მერე, თბილისელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, ხელსაყრელი ეპიზოდი ხელიდან ლაშა შინდაგორიძემ გაუშვა, როდესაც გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. მატჩის 89-ე წუთზე მოწინააღმდეგე უხეშობისთვის კაცნაკლული დარჩა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიდრე ამხანაგური შეხვედრა დაიწყებოდა, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 16 იანვარს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ადამიანების ხსოვნას.

მომდევნო შეხვედრას "საბურთალო" 28 იანვარს გამართავს - მეტოქე პოლონეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი "შლიონსკი" იქნება, რომელშიც "საბურთალოს" სკოლის აღზრდილი ლაშა დვალი თამაშობს. ქართველ ფეხბურთელთან ერთად "შლიონსკი" იმ სასტუმროში ცხოვრობს, სადაც ჩვენი გუნდია დაბინავებული. "საბურთალოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებმა და ლაშა დვალმა ერთმანეთი მოინახულეს და წარმატებები უსურვეს.

საბურთალო (1 ტაიმი): კუპატაძე, მალი, ცნობილაძე, ნადარაია, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ბაკურაძე, ნიკოლაშვილი, ვაგნერი, ფანცულაია, კოხრეიძე

საბურთალო (2 ტაიმი): კუპატაძე (ნასყიდაშვილი 70), მარგველაშვილი, ხუბაშვილი, იაშვილი, სოფრომაძე, ქოჩორაშვილი, გვარაძე, ჩოგაძე, ალთუნაშვილი, იმნაძე, შინდაგორიძე

გოლები: ფანცულაია, ხუბაშვილი

"საბურთალოს" პრესსამსახური

თეგებისაბურთალო
0.120675