ფეხბურთი

11:12 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "თანდათან უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ"

უზბეკეთის ნაკრების კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორმა საბა ლობჟანიძემ საქართველოს ნაკრების წლის პირველი ამხანაგური მატჩი შეაფასა. "ჯვაროსანთა" შემტევის თქმით, თამაშის დასაწყისში ბევრი ფეხბურთელი ნერვიულობდა, რადგან უმეტესობა მათგანისთვის შეხვედრა სადებიუტო იყო.

"პირველი ტაიმი ნერვიულად დავიწყეთ, ალბათ ეს იმან განაპირობა, რომ ბევრი ჩვენგანისთვის პირველი თამაში იყო. მოგეხსენებათ, ზამთრის შეკრება ახლა დაიწყო და თანდათან უკეთეს ფორმაში ჩავდგებით. დარწმუნებული ვარ, შემდეგ შეხვედრაში უფრო კარგად ვითამაშებთ და უფრო კარგ შედეგს ვაჩვენებთ", - განაცხადა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, საბა ლობჟანიძემ უზბეკეთის ნაკრების კარი 77-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა და საქართველოს ნაკრები 2:1 დააწინაურა, მაგრამ ქართველებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და ფრეს (2:2) დასჯერდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117545