კალათბურთი

16:07 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

„სოხუმმა“ „მგზავრები“ მეორე ტაიმში გატეხა

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურის გადმოტანილი შეხვედრა შედგა, სადაც „სოხუმმა“ „მგზავრებს“ უმასპინძლა. ფავორიტად ზღვისპირელები ითვლებოდნენ, რადგან ისინი პირველ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან, ხოლო „მგზავრები“ ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

პროგნოზის საპირისპიროდ პირველმა ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, რომელიც „სოხუმმა“ ერთი ქულის სხვაობით 39:38 მოიგო. მეორე ტაიმში უპირატესობას „სოხუმი“ დაეუფლა, რომელიც ბოლო შეხვედრებს შესანიშნავად ატარებს და თითქმის არ აგებს. ეს შეხვედრაც აღმავლობით ჩაატარეს ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდებმა და 93:81 შეძლეს მეტოქის დამარცხება.

ზღვისპირელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ვეტერანმა კალათბურთელმა დავით ბარბაქაძემ შეიტანა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 34 ქულა დააგროვა. „მგზავრების“ შემადგენლობაში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გუნდის ახალწვეული კაჰიმ რენსონი იყო. 10 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა რეჯინალდ მერფიმ შეასრულა.

სოხუმი - მგზავრები 93:81 (18:20, 21:18, 29:20, 25:23)

ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი გამოტოვებული შეხვედრა, სადაც „ოლიმპი“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ქუთაისს“ მასპინძლობს.

0.117308