ჭიდაობა

15:59 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ბერძენ-რომაელების ვერცხლი ირანიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ირანის ქალაქ მეშხედში გამართულ საერთაშორისო გუნდურ ტურნირზე „ტახტის თასზე" ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჯგუფურ ეტაპზე ქართველებმა ორი შეხვედრა ჩაატარეს და ორივეში იმარჯვეს. ჯერ ირანის "ხორასან რაზავის" აჯობეს 5:3, ხოლო შემდეგ ერაყის ნაკრებს – 7:1. ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს მოუგეს - 6:2. უმაღლეს ტიტულამდე კი მასპინძელთა ნაკრების ძლევა დააკლდათ (1:7).

საქართველოს ნაკრები ირანულ ხალიჩაზე შემდეგი შემადგენლობით გავიდა: რამაზ სურმანიძე (59 კგ), თორნიკე ჯანგავაძე (66 კგ), ანტონ მამაგეიშვილი (71 კგ), ილია გულბათაშვილი, გოგა აფრიამაშვილი (ორივე 75 კგ), თორნიკე ძამაშვილი (80 კგ), გიორგი ცირეკიძე (85 კგ), მათე სოფაძე, ლევან ყურფარაშვილი (ორივე 98 კგ), ლევან არაბული, ვასილ იმერლიშვილი (ორივე 130 კგ).

გუნდს ხელმძღვანელობდნენ ოთარ ტატიშვილი და ზაზა ჯიბლაძე.

0.12739