ფეხბურთი

15:31 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა დუბაიში პირველად ივარჯიშა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე დუბაიშია და პირველი ვარჯიშიც გამართა. ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ვლადიმირ ვაისის მიერ ნაკრებში მიწვეული ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ნაკრებს ასევე შუერთდნენ ყაზახური “ატირაუს” ლეგიონერები უჩა ლობჟანიძე და ვლადიმერ დვალიშვილი.

საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს დღეს “ალ ნასრ დუბაის” სტადიონზე გამართავს. 23 იანვარს კი, ამხანაგურად უზბეკეთის ნაკრებს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.114982