ფეხბურთი

14:32 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” მარსელოც დაუშავდა

მადრიდის “რეალს” პრობლემები მოეძალა. “სამეფო გუნდის” ვებგვერდის ინფორმაციით, ბრაზილიელი მარცხენა მცველი მარსელო ტრავმირებულია. სამხრეთამერიკელს ბარძაყის ტრავმა აწუხებს, რომელიც “მალაგასთან” მატჩში მიიღო, რის გამოც 25-ე წუთზე შეცვალეს.

როგორც ცნობილი გახდა, მარსელო ლაზარეთში მინიმუმ ერთ თვეს გაატარებს და შესაბამისად, “რეალს” ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში, “ნაპოლის” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს უახლოეს მომავალში გარეტ ბეილის, ხამეს როდრიგესის, დანი კარვახალისა და პეპეს დახმარების იმედიც არ უნდა ჰქონდეთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113289