ჩოგბურთი

12:25 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია – მარეი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა 

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ბრიტანელი ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობის 1/8-ფინალში მსოფლიო რეიტინგის 50-ე ნომერთან მიშა ზვერევთან მოულოდნელად 5:7, 7:5, 2:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრა სამ საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.

გერმანელმა და ბრიტანელმა სეტები გაცვალეს, ხოლო მესამე პარტიაში მიშამ ორი ბრეიკი გააკეთა და 2:1 დაწინაურდა. მეოთხე სეტის სტარტზევე ზვერევმა ბრეიკი გააკეთა, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ენდიმ ვერაფრით ვერ მოახერხა სეტის და შესაბამისად მატჩის გადარჩენა. მარეის გადამწყვეტ სეტში ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. ენდიმ 13 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი გააკეთა, ხოლო ზვერევმა 17-დან 8 ბრეიკი შეასრულა. მატჩში სულ 182 ქულა გათამაშდა, საიდანაც 136 მარეიმ მოიგო, ხოლო 146 ზვერევმა.

1/4-ფინალში ზვერევი ფედერერი-ნიშიკორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112999