კალათბურთი

12:10 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” “კლივლენდი” დაამარცხა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თერთმეტი შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კლივლენდში გაიმართა, სადაც “კავალიერსი” “სან ანტონიოსთან” 115:118 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 107:107 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში კი ტეხასელებმა 11:8 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა. “კლივლენდში” ლებრონ ჯეიმსი 29 ქულით, 7 პასით და 6 მოხსნით გამოირჩა. “სან ანტონიო” 34 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, ხოლო “კლივლენდი” 30 მოგებით და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.

“მემფისი” შინ “ჰიუსტონთან” 95:119 განადგურდა. მატჩის სტარტზევე ტეხასელები დაწინაურდნენ და მთელი თამაშის განმავლობაში “დათვები” მდევრის როლში იყვნენ. გასოლი 32 ქულით გამოირჩა, ხოლ “ჰიუსტონში” საუკეთესო ჰარდენი გახლდათ, 29 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა.

“ბოსტონი” – “პორტლენდი” 123:127 (28:26, 37:30, 21:32, 27:25 o.t. 10:14)

https://www.youtube.com/watch?v=clYLCo0FyUk

“დეტროიტი” – “ვაშინგტონი” 113:112 (30:26, 31:29, 37:27, 15:30)

https://www.youtube.com/watch?v=PFpz4WPjc2s

“ატლანტა” – “ფილადელფია” 110:93 (25:25, 37:29, 28:23, 20:16)

https://www.youtube.com/watch?v=hJEHiGltkXI

“შარლოტ ჰორნეტსი” – “ბრუკლინი” 112:105 (28:14, 32:32, 21:35, 31:24)

https://www.youtube.com/watch?v=sQgT_1gszlw

“მაიამი” – “მილოუკი” 109:97 (25:22, 28:21, 29:28, 27:26)

https://www.youtube.com/watch?v=Yvwkij38kls

“ნიუ იორკი” – “ფინიქსი” 105:107 (33:30, 22:31, 35:29, 15:17)

https://www.youtube.com/watch?v=1wOL89KEpQU

“მემფისი” – “ჰიუსტონი” 95:119 (22:32, 27:26, 23:33, 23:28)

https://www.youtube.com/watch?v=z6emwuLmAx0

“კლივლენდი” – “სან ანტონიო” 115:118 (33:22, 25:35, 31:27, 18:23. o.t. 8:11)

https://www.youtube.com/watch?v=cPGmseKWjWY

“ჩიკაგო” – “საკრამენტო” 102:99 (24:21, 31:31, 20:21, 27:26)

https://www.youtube.com/watch?v=kYEnybQfxkc

“დენვერი” – “კლიპერსი” 123:98 (27:18, 32:27, 36:26, 28:27)

https://www.youtube.com/watch?v=u4hmd_zs3nk

“იუტა” – “ინდიანა” 109:100 (34:21, 26:29, 25:22, 24:28)

https://www.youtube.com/watch?v=PMYiXVVT0zQ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117113