კალათბურთი

11:42 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონი აეკ-ს 13 ქულით დაეხმარა (+VIDEO)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებლის მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში შინ "აპოლონ პატრასი" 88:69 დაამარცხა და კვლავ მესამე ადგილზე იმყოფება.

ნაკრების ნატურალიზირებულმა მოთამაშემ კი 18 წუთში 13 ქულა და 2 პასი მიითვალა. დიქსონმა 4-დან 3 სამქულიანი, ხოლო 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ორი სროლიდან კი ორივე გამოიყენა.

მომდევნო შეხვედრას საბერძნეთის ჩემპიონატში აეკ-ი "ლავრიოს" წინააღმდეგ 28 იანვარს სტუმრად გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13703