ფეხბურთი

11:14 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოლეადორი სერხიო (+VIDEO)

სერხიო რამოსი საოცარ სეზონს ატარებს – 31 წლის ესპანელი მცველი ლა ლიგის ეგიდით მადრიდის “რეალში” კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ყველაზე შედეგიანად თამაშობს. ესპანეთის ჩემპიონატში რამოსს 11 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი და ეს საუკეთესო შედეგია რონალდუს შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ რამოსზე ნაკლები გოლები აქვთ გატანილი გარეტ ბეილს, ქარიმ ბენზემას, ალვარო მორატას (ყველას 5) და ესპანელ მცველზე ნაკლები მატჩი პრიმერაში არცერთს არ აქვს ჩატარებული.

ეს მხოლოდ ლა ლიგა, თორემ ყველა ტურნირს თუ ავიღებთ მხედველობაში რამოსის შედეგი გაცილებით დიდია: 8 გატანილი გოლი.

მოკლედ, სერხიოს ისეთი პერიოდი უდგას პოზიციის შეცვლა რომ სცადოს, გასაკვირი არც იქნება... აქვე იმასაც გეტყვით, რომ "მალაგას" კარში შესრულებული დუბლით რამოსს ლა ლიგაში საიუბილეო გოლების რაოდენობა დაუგროვდა - 50.

სერხიო რამოსის დუბლი "მალაგასთან"

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.217591