ფეხბურთი

2:34 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" საქმე გაირთულა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXI ტურის ცენტრალური მატჩი ისეთი გამოდგა, როგორი მოლოდინიც კალჩოს ქომაგს ჰქონდა – დაძაბულობა, ლამაზი გოლები და უშეღავათო ბრძოლა.

საბოლოო ჯამში, “მილანმა” შინ წააგო “ნაპოლისთან” და სამეულში მოხვედრის, ანუ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების საკითხი ძალზე გაირთულა. მიუხედავად იმისა, რომ “როსონერის” კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ქულათა შორის სხვაობა ტურიდან ტურამდე იზრდება. ვეღარ სათამაშო ხარისხის აქვს მაინცდამაინც “როსონერის” დამაკმაყოფილებელი. მოკლედ, “მილანელოზე” განგაშის სიგნალი გაისმა. ასე თუ გაგრძელდა, ლომბარდიულ გრანდს მომავალ წელსაც ვერ ვიხილავთ ევროპაში. “ნაპოლიმ” კი, ამასობაში სკუდეტოსთვის ბრძოლაში მოახერხა ჩართვა. მაურიციო სარის გუნდმა პირველი ათი წუთი ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა და ორჯერ იხეირა. ჯერ ლორენცო ინსინიემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მეხუთედ გაუტანა კარიერაში “მილანს” და ეს მისი პირადი რეკორდია. ლორენცოს გოლიდან სამ წუთში მასპინძელთა დაცვაც ჩაეძინა და ხოსე კალეხონმა მახვილი კუთხიდან ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი ჯანლუიჯი დონარუმას – 0:2. აქ ნათელი გახდა, რომ “მილანს” თამაშის შემოტრიალება ძალზე გაუჭირდებოდა. თუმცა, მაგალითი სახეზე ჰქონდა: წინა ტურში ხომ შავ-წითლებმა “ტორინოს” ორბურთიანი ჩამორჩენა ამოუქაჩეს. 37-ე წუთზე იურაი კუცკას გოლით ლომბარდიულმა გრანდმა ერთი ბურთი გაქვითა. მეორე ტაიმი “მილანმა” აქტიურად დაიწყო, საწყის წუთებში მონტელას ბიჭებს რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა, მაგრამ ამაოდ. “მილანმა” ზედიზედ მეორედ ვეღარ აღმოფხვრა ორბურთიანი ჩამორჩენა და დამარცხდა. ვინ იცის, როგორ დაფასდება ამ მატჩში დაკარგული ქულები “როსონერისთვის”. აღსანიშნავია, რომ “მილანმა” ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან “ნაპოლის” ერთადერთი მოუგო...

ტურის სასტარტო მატჩში კი, ფლორენციის “ფიორენტინამ” ვერონას “კიევოს” ძალზე მარტივად მოუგო. პაულო სოუზას გუნდმა დაამტკიცა, რომ კარგ ფორმაშია და წინა ტურში “იუვენტუსი” შემთხვევით არ დაუმარცხებია. მორიგი ჩინებული მატჩი ჩაატარა ფედერიკო კიეზამ, რომელზეც სამშობლოში დიდი იმედი მყარდება. ენრიკო კიეზას შვილმა მაჯერად გოლიც გაიტანა და პენალტიც მოინადარა. მოკლედ, “ფიორენტინა” ნელ-ნელა ევროზონისკენ მიიწევს და ასე თუ გააგრძელებს, მიზნის შესრულება წესით არ უნდა გაუჭირდეს.

“კიევო” – “ფიორენტინა” 0:3 (0:1) VIDEO

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 14 000

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, ცეზარი, გობი (იცკო 82); კასტრო, დე გუზმანი, ბასტიენი (ჰეტემაი 73); ბირსა; მეჯორინი, პელისიერი (ინგლეზე 54)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; სანჩესი, როდრიგესი (ტომოვიჩი 82), ასტორი; კიეზა, ვესინო, ბადელი, ტელო (ოლივერა 46); ბერნარდესკი (კრისტოფორო 67), ბორხა ვალერო; ბაბაკარი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 0:1 ტელო (18), 0:2 ბაბაკარი (52, პენ), 0:3 კიეზა (90)

გაფრთხილება: ბირსა (17), ცეზარი (40), მეჯორინი (58) – სანჩესი (36), ბერნარდესკი (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 7 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“მილანი” – “ნაპოლი” 1:2 (1:2) VIDEO

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 41 000

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, გომესი, პალეტა, კალაბრია; კუცკა, სოსა (ბერტოლაჩი 74), პაშალიჩი (ნიანგი 86); სუსო, ბაკა (ლაპადულა 74), ბონავენტურა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ტონელი, ალბიოლი, სტრინიჩი; ალანი (როგი 85), ჟორჟინიო (დიავარა 61), ჰამშიკი (ზიელინსკი 74); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 ინსინიე (6), 0:2 კალეხონი (9), 1:2 კუცკა (37)

გაფრთხილება: კალაბრია (22), სოსა (26), გომესი (51), ბაკა (57) – მერტენსი (12), სტრინიჩი (38), ტონელი (45), კალეხონი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 7 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ჯანლუკა როკი

ბომბარდირები: მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15 გოლი, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 14, ედინ ჯეკო (“რომა”) – 13, გონსალო იგუანი (“იუვენტუსი”) – 13.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.267414