ფეხბურთი

18:02 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიური პრესა: "გენტი" კანკავას კანდიდატურაზე ფიქრობს

ბელგიური "გენტი" ჯაბა კანკავას შეძენაზე ფიქრობს. ამის შესახებ ბელგიური საიტები იუწყებიან. კანკავას კანდიდატურა "გენტს" ირანელმა მენეჯერმა მოგი ბაიატმა შესთავაზა და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ საკითხს.

ჯაბას კონტრაქტი აკავშირებს "რეიმსთან" და ფრანგული კლუბი იოლად არ შეელევა ფეხბურთელს. მითუმეტეს, "რეიმსი" ლიგა1-ში გადასვლას უმიზნებს. ადრე დაიწერა კანკავას "მეცში" შესაძლო გადასვლაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო სიმართლე.

"გენტი" ბელგიის შარშანწინდელი ჩემპიონია, შარშან მეორეზე გავიდა, ამჟამად კი მეხუთეზეა, თუმცა ჩემპიონობის შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10485