სხვა

17:30 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კისენოსატოს ტრიუმფის და გაგამარუს მარცხის ტური

იანვრის ბაშოს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელის ანგარიშზე 4-ქულიანი უარყოფითი ბალანსია. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორი, რომელიც სეზონის პირველ სუპერტურნირს მე-13 მაეგაშირას რანგში ატარებს, დღეს მე-11 მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა და მეცხრედ დამარცხდა.

ხვალ გასამართ ბოლო ტურში გაგამარუს მეტოქე ბრაზილიელი მე-9 მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობით სჯობნის (6:5).

"იმპერატორის თასის” ბედი კი უკვე გადაწყვეტილია. უმაღლესი ტიტული ბოლოსწინა ტურში გაინაღდა ოძეკი კისენოსატომ. 30 წლის იაპონელმა გოლიათმა მე-13 მაეგაშირა იჩინოჯოს აჯობა და მე-13 ქულა მოიპოვა. მისმა უახლოესმა მდევარმა და უმთავრესმა ფავორიტმა – იოკოძუნა ჰაკუჰომ კი წაიფორხილა და ლიდერს 2 ქულით ჩამორჩა.

ხვალ მოქმედი ჩემპიონი სწორედ ჰაკუჰოს პირისპირ დადგება და შეეცდება, კარიერის ისტორიული შედეგი კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვებით გაილამაზოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11738