News

18:53 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნტარი სერია A-ში დაბრუნდა

ვეტერანი განელი ფეხბურთელი სულეი მუნტარი იტალიის სერია A-ში დაბრუნდა. 32 წლის აფრიკელი ნახევარმცველი “პესკარას” ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი არვცელებს.

წყაროს ცნობით, ველაფერი გადაწყვეტილია და მუნტარი ახალ გუნდში უკვე ვარჯიშობს კიდეც.

სულეი მუნტარის კარიერის უმეტესი წლები სწორედ აპენინზე აქვს გატარებული. “უდინეზეში” ორი წელი, “ინტერში”, სამი ხოლო “მილანში” 4 წელი ითამაშა. სხვადასხვა დროს ასევე გამოდიოდა ინგლისურ გუნდებში, “პორტსმუთსა” და “სანდერლენდში”.

მუნტარი 2015 წლიდან მოყოლებული საუდის არაბეთში, კერძოდ, “ალ იტიჰადში” თამაშობდა, თუმცა გუნდი გასული წლის დასასრულს დატოვა.

0.116056