ფეხბურთი

17:28 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო და აზიელები: ლიბანიდან დღემდე

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბაიში გამართავს უახლოეს მატჩებს. ამხანაგურებში ჯერ უზბეკეთს დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ იორდანიას - შესაბამისად, 23 და 25 იანვარს. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვლადიმირ ვაისის მიზანი ფეხბურთელთა უახლოესი რეზერვის დაკვირვებაა.

საქართველოს ნაკრებს არაერთხელ უთამაშია სარეზერვო შემადგენლობით და ზოგჯერ მოუგია კიდეც. ერთი ცხადია, ეს ორი მატჩი ფეხბურთელებისთვის უნიკალური შანსია. არ დავიწყებთ, რომელ ფეხბურთელს რა შანსი აქვს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ნაკრებში არის პრობლემური პოზიციები - განაპირა მცველებისა განსაკუთრებით. რატომაც არ შეიძლება, სწორედ დუბაიში კარგად ჩატარებული ერთი მატჩიდან გაეხსნას კარი ფეხბურთელს?!

გადავხედოთ საქართველოს დაპირისპირებებს აზიურ ნაკრებებთან. ბევრი არ ყოფილა, სულ 7 ურთიერთშეხვედრა და სამწუხაროდ, მათთანაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს: 3 მოგება და 4 წაგება.

პირველი გასვლა აზიელებთან... ეს იყო ბეირუთში, ლიბანთან სამი დღის ინტერვალში ორი მატჩი. ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით არ ყოფილა, მაგრამ ასეთ მეტოქესთან უკეთესად თამაში მართებდა. ორივე თამაშში იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, ორივე წააგო.

2000 წელს ყიფიანი-ძოძუაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა ირანში წააგო 1:2. ჩვენები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ, მაგრამ იმ პერიოდში ირანსაც ძლიერი გუნდი ჰყავდა.

მომდევნო სამი დაპირისპირება კი მოვიგეთ აზიელებთან და სამივე სხვადასხვა მწვრთნელის თავკაცობით: იორდანიასთან (გაიოზ დარსაძე), ყატართან (კლაუს ტოპმიოლერი), საუდის არაბეთთან (თემურ ქეცბაია). ხარისხობრივად, ამ სამი თამაშიდან ყველაზე კარგი იყო დოჰაში ყატართან გამართული მატჩი - ეს იყო შოტლანდიასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ.

ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში კი ესპანეთში ვეთამაშეთ არაბულ ნაკრებებს. ჯერ საუდის არაბეთთან, მერე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ეს იყო ევრო-2016-ის შესარჩევისთვის მომზადების მიზნით. ამ ორ მატჩში ყველაზე კარგი რაც იყო, ოქრიაშვილის ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო.

  1. სტუმრად ლიბანთან 2:4 (იაშვილი, კიკნაძე)
  2. სტუმრად ლიბანთან 2:3 (გახოკიძე, ცქიტიშვილი)
  3. სტუმრად ირანთან 1:2 (ყაველაშვილი)
  4. შინ იორდანიასთან 3:2 (შოთა არველაძე - 2, დემეტრაძე)
  5. სტუმრად ყატართან 2:1 (კანკავა, სალუქვაძე)
  6. ნეიტრალურზე საუდის არაბეთთან 2:0 (ოქრიაშვილი, დვალიშვილი)
  7. ნეიტრალურზე საემიროებთან 0:1

0.152468