კალათბურთი

16:50 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: "ვამაყობ ქართველებით!"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელშიც იგი ქართველ ერს მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის. როგორც ზაზამ დაწერა, ბოლო ხანებში იგი ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობდა თანამემამულეების მხრიდან.

"ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია. ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით", - დაწერა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიას მცირედით დააკლდა ყველა ვარსკვლავის მატჩში მოსახვედრად. უფრო სწორად, გულშემატკივართა ხმების რაოდენობა ამისთვის საკმარისიც იყო, მაგრამ კალათბურთელთა და ჟურნალისტთა მხრიდან ქართველმა საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120897