ფეხბურთი

16:12 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" მთავარი პრობლემა წელს: დაცვის ხაზი

იტალიის ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” მიმდინარე სეზონშიც ლიდერობს სერია A-ს, მაგრამ სპეციალისტთა მოსაზრებით, “ბებერი სინიორას” თამაში ისეთი დამაჯერებელი ვეღარ არის, როგორც ეს წინა წლებში იყო.

იტალიელი ჟურნალისტების აზრით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი დაცვის ხაზის ცუდი თამაშია – “იუვეს” ამ დროისთვის 19 თამაშში 16 გოლი აქვს გაშვებული, რაც მიმდინარე სეზონში იტალიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ გასულ წლებში ტურინელთა დაცვის ხაზი ამაზე ბევრად მწყობრად თამაშობდა.

მაგალითისთვის – 2011-2012 და 2015-2016 წლების სეზონში “იუვენტუსმა” ჩემპიონატი ისე დაასრულა, რომ მხოლოდ 20-20 ბურთი გაუშვა. 2012-2013 და 2014-2015 წლებში 24 გოლი გაუტანეს მეტოქეებმა, ხოლო 2013-2014 წლების სეზონში – 23.

წლევანდელი სეზონის პირველი წრეში კი გუნდი საშუალოდ გაცილებით მეტს უშვებს და თუ მეორე წრეში შედეგს არ გააუმჯობესებს, ბოლო წლების პირად ანტირეკორდს დაამყარებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის “ბიანკონერიმ” უკვე წააგო 4 თამაში, მაშინ, როდესაც 2011-2012 წლებში საერთოდ წაუგებლად დაასრულა ჩემპიონატი, 2012-2013 წლების სეზონში ჯამში 5 თამაში წააგო, 2013-2014 წლებში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, 2014-2015 წლებში ოდენ სამჯერ წააგო, ხოლო შარშანდელ სეზონში ხუთი მარცხი განიცადა.

წელს “იუვენტუსი” “ინტერთან”, “მილანთან”, “ჯენოასთან” და “ფიორენტინასთან” დამარცხდა, ყველა შემთხვევაში გასვლაზე.

ამ დროისთვის “იუვე” პირველ ადგილზეა და თუმცა, “რომას” ერთადერთი ქულით უსწრებს. ისიც აღსანიშნავია, რომ მეტოქესთან შედარებით მასიმილიანო ალეგრის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11123