ფეხბურთი

14:21 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერაინო "სტოკში" გადავიდა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “სტოკ სიტიმ” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან” თავდამსხმელი საიდო ბერაინო შეიძინა. ამის შესახებ “სტოკის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 23 წლის შემტევმა ახალ გუნდთან 5.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 12 მილიონი გირვანქა შეადგინა, რასაც სამომავლოდ კიდევ 3 მილიონი დაემატება.

საიდო ბერაინოზე ერთი პერიოდი დიდი იმედი მყარდებოდა. მას განსაკუთრებით წარმატებული 2014-2015 წლების სეზონი ჰქონდა, როდესაც პრემიერლიგის ერთ სეზონში 14 გოლი გაიტანა.

თუმცა, იმის შემდგომ ფეხბურთელმა ძალზე მოუკლო და წელიწადნახევარში მხოლოდ 4 გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში იგი “ვესტ ბრომვიჩის” ახალგაზრდულ გუნდში ხშირად თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112306