ჭიდაობა

13:06 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკი მოჭიდავეების 12 მედალი ხარკოვიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ხარკოვში, ლეონიდ დუნაის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 4-4 ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გიორგი იანტბელიძის და ლაშა ქეთიშვილის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი ჭოლაძე (42 კგ), თორნიკე ქათამაძე (58 კგ), გიორგი ელბაქიძე (63 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძე (100 კგ) ავიდნენ.

გიორგი გეგელაშვილს (46 კგ), ბაჩუკი ქვლივიძეს (50 კგ), ბაგრატ გაგნიძესა (69 კგ) და აკაკი გოგსაძეს (76 კგ) ჩემპიონის ტიტულამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ. მესამე საპრიზო ადგილები კი ლუკა ქარჩხაძემ (50 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (54 კგ), ლუკა მარიამიძემ (63 კგ) და გივი გოგობერიშვილმა (85 კგ) დაიკავეს.

ხარკოვულ ტურნირში მონაწილეობა საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, გერმანიის, მოლდოვასა და სომხეთის ნაკრებებმა მიიღეს.

0.176358