სხვა

12:15 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონალური სამთო-სათხილამურო ნაკრები გუნდები საქართველოს თასის მეორე ეტაპისთვის ემზადებიან

28-29 იანვარს ბაკურიანში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მეორე ეტაპი გაიმართება.

სვანეთის, ბაკურიანის, გუდაურის, წმ. გიორგის სკოლის და აჭარის ნაკრების წევრები ყოველდღიურად ვარჯიშობენ. სვანები ჰაწვალი-ზურულდის ფედრობზე ვარჯიშობენ, ბაკურიანელები დიდველის ტრასაზე ემზადებიან, აჭარლები გოდერძის უღელტეხილზე სრიალებენ, გუდაურლები და თბილისელი მოთხილამურეები კი სავარჯიშოდ გუდაურის ტრასებს არჩევენ. სპორტსმენებს ამინდი და თოვლი ხელს უწყობს, რომ ორივე სახეობაში: (გიგანტური სლალომი და სლალომი) ერთნაირად მოემზადონ.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია წარმატებას უსურვებს მათ!

www.gsf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114584