ჭადრაკი

10:57 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სომ ლიდერობა შინარჩუნა

ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა. ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი უესლი სო (აშშ, 2808) შავებით ბაშკარაბ ახდიბანს (ინდოეთი, 2653) დაუზავდა. ვერც უახლოესმა მდევრებმა მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია, 2840) და პაველ ელიანოვმა (უკრაინა, 2755) შეძლეს გამარჯვების მოპოვება და სომ ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

მეშვიდე ტურში დიდ ინტერესს იწვევს სო-ელიანოვისა და კარლსენი-გირის დაპირისპირებები.

მეხუთე პარტია წააგო „ბ“ ჯგუფში მოასპარეზე სოფო გურამიშვილმა და ისევ აუტსაიდერია.

სატურნირო მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ

  1. სო 4.5 ქულა

2-3. კარლსენი, ელიანოვი 4.0-4.0

4-6. არონიანი, გირი, ვეი ი 3.5-3.5

7-10. კარიაკინი, ჰარიკრიშნა, ვოიტაშეკი, ანდრეიკინი 3.0-3.0

  1. ახდიბანი 2.5
  2. ნეპომნიაშჩი 2.0
  3. რაპორტი 1.5
  4. ვან ველი 1.0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123034