ფეხბურთი

0:31 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სტივენ ჯერარდი "ლივერპულში" დაბრუნდა

ინგლისური “ლივერპულის” ლეგენდა სტივენ ჯერარდი სახლში დაბრუნდა. “წითლების” ვებგვერდის ინფორმაციით, ამიერიდან სტივი კლუბის აკადემიაში იმუშავებს და ახალგაზრდულ გუნდს გაწვრთნის.

“დავბრუნდი იმ ადგილას, სადაც დაიწყო ჩემი პროფესიონალური კარიერა. ეს არაა მხოლოდ ისეთ გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება ემოციებს, არამედ ვფიქრობ, რომ შემიძლია ვისწავლო და გავიზარდო, როგორც მწვრთნელი. გარდა ამისა, გავუზიარო ჩემი გამოცდილება, მოსაზრებები, ცოდნა ახალგაზრდა ლივერპულელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია მათი განვითარებისთვის”, - განაცხადა ჯერარდმა.

სტივენ ჯერარდი “ლივერპულის” აღზრდილია და ამ გუნდის რიგებში 1998-2015 წლებში 710-ჯერ ითამაშა. გაიტანა 186 გოლი და მოიგო 10 ტიტული. ჯერარდმა საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ, ლოს ანჟელეს “გელექსიდან” წამოსვლის შემდგომ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138505