ფეხბურთი

1:00 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჰალმა” ელაბდელაუი ინათხოვრა

“ოლიმპიაკოსის” და ნორვეგიის ნაკრების მარჯვენა მცველი ომარ ელაბდელაუი “ჰალ სიტიში” ითამაშებს. აღნიშნული ტრანსფერი “ვეფხვების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

25 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში 2017 წლის 30 ივნისამდე იჯარით ითამაშებს.

ელაბდელაუიმ მიმდინარე სეზონში 4 შეხვედრა ჩაატარა და თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112818