ფეხბურთი

23:23 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

24 იანვარს, თბილისში, ფუტსალის ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩები გაიმართება. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ოფიციალური შეხვედრებისთვის დედაქალაქში უკვე ორი კვირაა ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს, ოლიმპიურ სასახლეში 23 იანვარს, 19:00 საათზე გამართავს. მედიის წარმომადგენლები აკრედიტაციებს აღნიშნული ვარჯიშის დაწყებამდე მიიღებენ.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

ზვიად კუპატაძე („ტტგ-იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია (მფკ „ტატიშვილი“), დავით ბობოხიძე (მფკ„თელასი“), შოთა თოფურია (მფკ„თელასი“), კახა მაისაია (მფკ„თელასი“), არჩილ სებისკვერაძე (მფკ „თელასი“), ლევან კობაიძე (მფკ „ტატიშვილი“), შოთა ჭანუყვაძე (მფკ „ტატიშვილი“), ზურაბ ლუკავა (მფკ „ტატიშვილი“), მურთაზ კაკაბაძე (მფკ „ტატიშვილი“), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი),გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“,მოსკოვი, რუსეთი), გიორგი ტიკურიშვილი („ვიტენი“, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, კვიპროსი), ნიკოლოზ კურტანიძე (მფკ „თსუ“)

ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი: მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტები: არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე, ადმინისტრატორი - ამირან ცხომარია

მატჩების განრიგი

24 იანვარი
17:30 შვეიცარია-შოტლანდია
20:00 საქართველო-ისრაელი

25 იანვარი
17:30 ისრაელი-შვეიცარია
20:00 საქართველო-შოტლანდია

27 იანვარი
17:30 შოტლანდია-ისრაელი
20:00 შვეიცარია-საქართველო

მატჩები უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრების რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13251