ფეხბურთი

18:56 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

28 მარტს: საქართველო - ლატვია

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე წელს მესამე ამხანაგური მატჩი თბილისში დაგეგმა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ლატვიის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ორი ქვეყნის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდებიან.

საქართველოსა და ლატვიის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 28 მარტს გაიმართება. ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი „დინამო არენაზე“, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ქართველი ფეხბურთელები უზბეკეთს დაუპირისპირდებიან. 25 იანვარს კი ჩვენი გუნდი იორდანიის წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე ამხანაგური მატჩი დუბაიში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11815