თამაშგარე

17:45 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მალენა კოსტას ზრახვები და სურვილები

ესპანელი მოდელი მალენა კოსტა, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგარეჯოელი მოკლე ვანოსა და ბათუმელი დურსუნ ცეცხლაძის ცოლი არ ყოფილა არასოდეს, თორემ ამ დუნიაზე სხვაზე ვერავისზე დავდებთ თავს, რადგან ამ ქალის ბიოგრაფიაში ვინ სატრფო იყო და ვინ - “გამვლელი”, კაცი ვერ გაიგებს.

აი, სულ ბოლოს, მალენა ცნობილი ფეხბურთელის, მარიო სუარესის მეუღლე გახლდათ, თუმცა ცოტა ხნის წინ მასაც დაშორდა და ამ დაშორების მიზეზები ბუნდოვანია, ვითარცა კაცობრიობის მომავალი, საეჭვოა, ვითარცა საბერძნეთის ნაკრების ჩემპიონობა და უცნაურია, ვითარცა ფიქრნი ემზარ კვიციანისა.

სუარესამდე მალენა კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტნის, კარლეს პუიოლის ცოლი იყო, იმის წინ მავან ესპანელ ბიზნესმენზე იყო გათხოვილი, ამ გათხოვებების შუალედებში კი იმდენ ვინმესთან ხედავდნენ, მებუფეტე გუჯას “ჩოთქიც” კი ვერ დათვლის მათ. აი, ახლაც თავისუფალი ქალია და კაცი ვერ გაუგებს ზრახვებს და სურვილებს...

0.116196