ფეხბურთი

12:21 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაიეს “ვესტ ჰემის” ფანები უტევენ

“ვესტ ჰემის” ნახევარმცველს დიმიტრი პაიეს გუნდის ფანებთან ურთიერთობა დაეძაბა. Daily Mail-ის ცნობით, ფრანგ ფეხბურთელს ძვირადღირებული ავტომობილის შუშები აგურით ჩაუმსხვრიეს და ლონდონის პოლიცია მომხდარში დამნაშავედ სწორედ “ჩაქუჩების” ქომაგთა ჯგუფს მიიჩნევს.

გულშემატკივრებში პაიეს მიმართ აგრესია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფეხბურთელმა ინგლისური კლუბის დატოვების და “მარსელში” დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ბრიტანულ პრესაში ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ დიმიტრის თანაგუნდელებთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა და ფეხბურთელებმა ხელმძღვანელობას მისი გაშვების მოთხოვნით მიმართეს.

ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ ფრანგული კლუბი ინგლისელებს 29 წლის შემტევის სანაცვლოდ 25 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს, თუმცა ლონდონელებს პაიესთან განშორება არ სურთ.

დიმიტრი პაიე “ვესტ ჰემში” “მარსელიდან” 2015 წელს გადავიდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 48 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

0.114713