კალათბურთი

4:16 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა

„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეთა შემადგენლობები ცნობილია, თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს როგორც აღმოჩნდა, საკმარისი ხმების რაოდენობა არ ჰქონდა მიღებული. შეგახსენებთ, სასტარტო ხუთეულებს ახალი წესის თანახმად მხოლოდ გულშემატკივარი არ წყვეტდა. 50% ხმების ფანების იყო, 25-25 კი, უშუალოდ კალათბურთელებისა და ჟურნალისტების.

საგულისხმოა, რომ გულშემატკივართა ხმების მიხედვით ზაზა მეორე ადგილზე გავიდა (ჯამში 1 500 000-ზე ოდნავ მეტი ხმა), მაგრამ როგორც მოსალოდნელი გახლდათ, კალათბურთელთა და ჟურნალისტების მხრიდან ზაზას მხარდაჭერა თითქმის არ ჰქონია. მოთამაშეთა რეიტინგში მან მე-12, ხოლო ჟურნალისტების რეიტინგში მე-10 ადგილი დაიკავა.

სხვა მხრივ კი, ALL STAR-ზე შემდეგი კალათბურთელები მოხვდნენ:

დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული: სტეფენ კარი („გოლდენ სტეიტ უორიორზი“), კევინ დურანტი („გოლდენ სტეიტ უორიორზი“), ჯეიმს ჰარდენი („ჰიუსტონ როკეტსი“), კავი ლეონარდი („სან ანტონიო სპურსი“), ენტონი დევისი („ნიუ ორლეან პელიკანსი“)

აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული: კაირი ირვინგი („კლივლენდ კავალიერსი“), ლებრონ ჯეიმსი („კლივლენდ კავალიერსი“), ჯიმი ბატლერი („ჩიკაგო ბულსი“), გიანის ანტეტოკოუმპო („მილუოკი ბაქსი“), დემარ დეროზანი („ტორონტო რეპტორსი“)

აღსანიშნავია, რომ სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა „ოკლაჰომა სიტის“ ვარსკვლავი რასელ უესტბრუკი, რომელიც ბრწყინაველ სეზონს ატარებს. მას წელს 21 სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული, ხოლო საშუალოდ თამაშში დიდებული მაჩვენებელი გააჩნია: 30.6 ქულა, 10.4 პასი და 10.6 მოხსნა.

ახლა გასარკვევია ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილე სათადარიგო შემადგენლობის კალათბურთელები, რომლის არჩევანი უკვე მთავარ მწვრთნელებზეა. სათადარიგო შემადგენლობები ცნობილი 26 იანვარს გახდება.

რაც შეეხება ALL STAR-ის შეხვედრას, იგი 19 თებერვალს, ნიუ ორლეანში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113957