ჭიდაობა

23:55 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილი ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. 19 იანვარს ინდოეთში დასრულდა მეორე პროფესიული საკლუბო ჩემპიონატი “Pro Wrestling League” რომლის გამარჯვებულიც ლადო ხინჩეგაშვილის კლუბი „პანჯაპ როიალსი“ გახდა. ფინალში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის კაპიტნობით „არიანაჰამერსი“ 5:4 დაამარცხა და თავად კი პირად შეხვედრაში ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისათვის რევანში აუღო ინდოელ სანდეეპ ტომარსს - 3:0.

ხინჩეგაშვილმა ინდოეთის ლიგაში სულ 7 შეხვედრა ჩაატარადა 6-ში გაიმარჯვა.

ინდოეთის პრო-ლიგა მსოფლიოში არსებულ საკლუბო ჩემპიონატებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტურნირია სადაც მსოფლიოს მრავალი ტიტულოვანი ფალავანი იღებს მონაწილეობას. ტურნირი 2 იანვარს დაიწყო და დღეს დასრულდა.

ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოჭიდავედ ქართველი რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა.

wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141869