ჭადრაკი

22:02 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟები ჩემპიონატს იწყებენ

20-დან 30 იანვრის ჩათვლით, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე ვაჟთა შორის ჭადრაკში საქართველოს რიგით 76-ე ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკის ბაადურ ჯობავას გარდა ტურნირში ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს. ესენი არიან: ლევან ფანცულაია (2607 ქულა), მიხეილ მჭედლიშვილი (2601), მერაბ გაგუნაშვილი (2588), დავით ჯოჯუა (2575), ლუკა პაიჭაძე (2554), კონსტანტინე შანავა (2540), დავით არუთინიანი(2530), თორნიკე სანიკიძე (2510), გიგა ყუფარაძე (2498) და ირაკლი ბერაძე (2460).

ტურნირი ერთ წრედ, ცხრა ტურად ჩატარდება. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა უკეთესი კოეფიციენტის მქონე მოჭადრაკეს მიეცემა. თანხა, რომელიც ქვეყანაში მოქმედი წესით დაიბეგრება, არ გაიყოფა.

საქართველოს ჩემპიონს გადაეცემა თასი და დასახელებული იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიტატად.

I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ შესაბამისი ხარისხის მედლებსა და დიპლომებს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაფინანსებს 2017 წლის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე და უკონკურსოდ იქნებიან დაშვებულნი საქართველოს 2018 წლის ეროვნულ ჩემპიონატზე.

I-IV ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს, დაკავებული ადგილების მიხედვით, შემდეგი რაოდენობის თანხა გადაეცემათ.

1.6000 ლარი+ ფედერაციის გრანტი 1500 ლარი

2.5000 ლარი+ფედერაციის გრანტი 1000

3.4000 ლარი+ფედერაციის გრანტი 500

4.2500 ლარი

0.121889