ფეხბურთი

22:23 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონის” 25 წლის ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა

ფრანგული “ლიონის” 25 წლის ფეხბურთელმა გუეიდა ფოფანამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. “ოლიმპიკის” ვებგვერდის ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქრონიკული ტრავმის გამო მიიღო.

ფოფანას ტერფზე ჰქონდა პრობლემები, რის გამოც 2014 წლის ზაფხულიდან მხოლოდ რამდენიმე შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

გუეიდა ფოფანა “ლიონში” 2011 წელს გადავიდა, მანამდე “ლე ჰავრში” თამაშობდა. ასევე უთამაშია საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1147