ფეხბურთი

18:48 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ნაკრების შესარჩევი ეტაპის მატჩები საქართველოში გაიმართება

19 იანვარს, ნიონში უეფას შტაბ-ბინაში 2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ეტაპის შესარჩევი რაუნდის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად საქართველოს გოგონათა ეროვნული ნაკრები ყაზახეთის, ესტონეთისა და ლატვიის ნაკრებებთან ერთად პირველ ჯგუფში მოხვდა. მატჩები 2017 წლის 6, 8 და 11 აპრილს საქართველოში გაიმართება.

შესარჩევ რაუნდში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს, რომლებიც ოთხგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო შედეგის მქონე ერთი, მეორე ადგილოსანი მოიპოვებს.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122302