ფეხბურთი

18:20 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მერტესაკერმა “არსენალთან” გაახანგრძლივა

ლონდონის “არსენალმა” გერმანელ ფეხბურთელ პერ მერტესაკერს კონტრაქტი ერთი წლით, 2018 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ვებგვერდი ადასტურებს.

32 წლის მერტესაკერს “არსენალთან” ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის მიწურულს უმთავრდებოდა.

“ჩვენთვის ეს მარტივი არჩევანი იყო. პერი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და დაცვის ხაზის ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა”, - განაცხადა “არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა.

პერ მერტესაკერი “მეთოფეებში” 2011 წელს გადავიდა და მას შემდგომ 207 თამაშში 8 გოლი გაიტანა. ორჯერ მოიგო ასოციაციის თასი, 6 თვე კი, გუნდის კაპიტანი იყო. აღსანიშნავია, რომ გერმანელს ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114699