ფეხბურთი

17:51 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი “სიტიში”

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი გაბრიელ ჟესუსი “მანჩესტ სიტიში” ითამაშებს. აღნიშნული ტრანსფერი ჯერ კიდევ ზაფხულში იყო გადაწყვეტილი, მაგრამ 19 წლის ჟესუსი “სიტის” მხოლოდ ახლახან შეუერთდა და გუნდთან 4.5 წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

“სიტი” ის გუნდია, რომელსაც ტიტულების მოგება სურს და მეც სწორედ ამ მიზნით გადმოვედი აქ. მთავარი მწვრთნელიც ისეთი ჰყავს, ვისთან მუშაობაზეც ბევრი ოცნებობს”, - თქვა გაბრიელ ჟესუსმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი აქამდე “პალმეირასში” თამაშობდა და ერთი თვის წინ ბრაზილიის ჩემპიონიც გახდა. ამ გუნდის რიგებში ჟესუსმა 54 მატჩში 48 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში კი, 6 თამაშში 5-ჯერ შეძლო გოლის გატანა.

გაბრიელ ჟესუსი “სიტიში” 33 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მის დებიუტს პრემიერლიგის შემდეგ ტურში “ტოტენჰემთან” ელიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108275