ფეხბურთი

14:19 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სუონსიმ” კეროლი დაიმატა

პრემიერლიგის აუტსაიდერმა “სუონსიმ” ლონდონის “ტოტენჰემიდან” ცენტრალური ნახევარმცველი ტომ კეროლი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

24 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 5.2 მილიონი ევროა.

კეროლი მაურისიო პოჩეტინოს გეგმებში ვერ ჯდებოდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3-ჯერ მოუწია თამაში.

ცნობისთვის, ტომს “სუონსიში” ადრეც უთამაშია. ის 2014/2015 წლების სეზონში “გედების” რიგებში იჯარით თამაშობდა და 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

თეგებიტომ კეროლი
0.115844