ფეხბურთი

15:13 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” არაუხო გაანათხოვრა

“ვალენსიამ” ბრაზილიელი თავდამსხმელი ვინიციუს არაუხო კიდევ ერთხელ გაანათოვრა – იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

23 წლის ფორვარდი 2017 წლის 30 ივნისამდე “უესკაში” ითამაშებს, რომელიც ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს.

არაუხო “ღამურების” რიგებში 2014 წლის იანვარში ჩაირიცხა, თუმცა “მესტალიაზე” ყოფნა მხოლოდ ნახევარი სეზონით მოუწია და სხვადასხვა კლუბებში იყო განათხოვრებული: “სტანდარდში”, “კრუზეიროში” და “სპორტ რესიფეში”. ის “ვალენსიაში” 31 დეკემბერს დაბრუნდა და ესპანეთის თასზე ერთი თამაშის ჩატარებაც მოასწრო, რომელშიც გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115584