სხვა

17:42 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ ნავსი გატეხა

ტოკიოში მიმდინარე ბაშოს დასრულებამდე 4 ტურით ადრე, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელი საბოლოო დადებითი ბალანსის – კაჩი კოშის შანსს ინარჩუნებს. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორი, რომელიც სეზონის პირველ სუპერტურნირს მე-13 მაეგაშირას რანგში ატარებს, დღეს მე-7 მაეგაშირა მიოგირიუს დაეჭიდა, მოუგო და უარყოფითი ბალანსი 3 ქულამდე შეამცირა – 4:7. დღევანდელ დაპირისპირებამდე ჯუღელი მიოგირიუსთან ურთიერთშეხვედრებში პირწმინდად აგებდა (0:7).

ხვალ გასამართ მე-12 ტურში 199-კილოგრამიანი ქართველი გოლიათი მე-7 მაეგაშირას წოდებით მოჭიდავე ბულგარელ აოიამას პირისპირ დადგება. ამ შემთხვევაში ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა თანაბარია – 2:2.

ტიტულისთვის მებრძოლთა სიას კი სათავეში კვლავ ოძეკი კისენოსატო უდგას, რომელმაც დღეს, მე-4 მაეგაშირა ენდოს ძლევით მე-10 ქულა მოიპოვა და უახლოეს მდევართა ოთხკაციან ჯგუფს კვლავ ქულით უსწრებს. ამ ჯგუფიდან კისენოსატოსთვის ყველაზე საშიში კონკურენტი იოკოძუნა ჰაკუჰოა, რომელმაც მე-9 გამარჯვება ოძეკი ტერუნოფუჯისთან მოიპოვა. ჰაკუჰოს გარდა 9-9 ქულა აქვთ მე-10 მაეგაშირა ტაკანოივას, ასევე მე-10 მაეგაშირა სოკოკურაისა და მე-13 მაეგაშირა იჩინოჯოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112004