ფეხბურთი

17:21 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბონავენტურამ “მილანთან” გაახანგრძლივა

“მილანმა” იტალიელ ნახევარმცველ ჯაკომო ბონავენტურას კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, 27 წლის ფეხბურთელი ხელფასის სახით 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს წელიწადში.

ბონავენტურა “მილანში” 2014-2015 წლების სეზონში “ატალანტადან” გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან “მილანის” მაისური 105-ჯერ მოირგო და 20 გოლის გატანა შესძლო.

0.118556